მომხმარებელთა უფლებები



სასმელი წყლის მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მომსახურე კომპანიის ან მისი თანამშრომლის მიერ მომხმარებლისთვის რაიმე სახის მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (შესაბამისი სამართლებრივი აქტის, მუხლის ან/და პუნქტის მითითება). მომსახურე კომპანიის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია წყალმომარაგების მომსახურებასთან დაკავშირებით, განუმარტონ მომხმარებლისა და საკუთარი უფლება-მოვალეობანი. თუ კომპანიის თანამშრომლები არღვევენ თავიანთ მოვალეობებს და არ რეაგირებენ თქვენს საჩივარზე, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი კომპანიის საჩივრებზე რეაგირების სამსახურს ან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს.

მისამართი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქუჩა N19
ტელ: (032) 2420190.
ვებ.გვერდი: http://www.pdci.ge
ელ.ფოსტა: mail@pdci.ge




301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.