შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია- მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** კომპანიის თანამშრომელთა (როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე ტერიტორიული ერთეულების) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებების დოკუმენტაციის კონტროლი, მათი პროგრამულად ასახვა საბუღალტრო ანგარიშების ნაშთის კონტროლი და გადასარიცხად დოკუმენტაციის მომზადება;
** მივლინებებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების საბუღალტრო პროგრამაში (FMG SOFT) ასახვა;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** პროგრამა FMG SOFT-ში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
** პროგრამა FMG SOFT-ში ბუღალტრული გატარების შესრულება;
** ახალი აბონენტების წყალმომარაგების ქსელზე დაერთების დოკუმენტაციის დამუშავება, ა/ფაქტურების გამოწერა, პროგრამულად ასახვა;
** ახალი აბონენტების გამრიცხველიანების დოკუმენტაციის დამუშავება, ა/ფაქტურების გამოწერა, პროგრამულად ასახვა;
** სპეცტექნიკის გაქირავების აღრიცხვა ა/ფაქტურების გამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** ბილინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შემოსავლების დარიცხვების და კორექტირებების ასახვა პროგრამულად და მათი ცვლილებების კონტროლი (მოთხოვნის შესაბამისად ა/ფაქტურების გამოწერა);
** ყოველკვარტალურად აბონირებისა და ბილინგის სამსახურებთან შემოსავლების დარიცხვების და ფაქტიურად შემოსული თანხების მონაცემების შედარება (დოკუმენტურად გაფორმება.)
** კომპანიის მიერ დაქირავებული ფართის იჯარების ხელშეკრულებების პროგრამულად ასახვა და გადასარიცხად მომზადება;
** ხარჯების (კომუნალურები, ფართის იჯარები, სატელეკომუნიკაციო და სხვა) დოკუმენტაციის კონტროლი, პროგრამულად ასახვა და გადასარიცხად მომზადება;
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** კომპანიაში მიღებული თანამშრომლებისათვის სახელფასო ანგარიშების გახსნის მოთხოვნის მომზადება ბანკში გადასაგზავნად.
** ყოველთვიური ანგარიშის გაგზავნა რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტისთვის სერვის ცენტრების საქმიანობის შეფასების ინდიკატორისთვის (KPI) შემოსავლების შესახებ;
** დოკუმენტბრუნვის პროგრამაში კორესპონდენციის კონტროლი და პასუხის გაცემა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფინანსისტის/ეკონომისტის სპეციალობით;
** სასურველია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის 3 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** აუცილებელია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

1 - გასაუბრება;
2 - ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 18 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!