დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლების მოსახლეობისთვის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა


2020-10-15

წყალმომარაგების კომპანია დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში წყლისა და წყალარინების სისტემების პროექტირება-მშენებლობას იწყებას.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

დღეის მდგომარეობით, დაბა ურეკში წყალმომარაგების სისტემების უდიდესი ნაწილი რეაბილიტირებულია, თუმცა წვერმაღალას, წერეთლის, სანერგესა და მე-13 ქუჩის მაცხოვრებლები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ წყლის ცენტრალიზებული სისტემით.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 1 200 -მდე ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და კანალიზაციის გამართული სისტემით ისარგებლებს.

გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად 18 თვე ექნება.

პროეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.




სიახლეები

bahis Casino Siteleri Baymavi