შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის დმანისის სერვის ცენტრის შემოსავლების კოორდინატორის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის დმანისის სერვის ცენტრის შემოსავლების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დმანისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** დაქვემდებარებულთა შორის სამუშაოების სწორი გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** სერვის ცენტრში აბონენტებზე დარიცხული თანხის ამოღება და გეგმის შესრულება;
** წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ფაქტის გამოვლენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
** იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სერვის ცენტრში თანხის ამოღების კონტროლი;
** დარიცხვებისა და შემოსავლების შესაბამისობის კონტროლი;
** მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი აღრიცხვის და აბონენტებზე დარიცხვების კოორდინაცია;
** ურჩი გადამხდელების მიმართ ღონისძიებების (ჩაჭრა-აღდენა, ვალების რესტრუქტურიზაცია, ა.შ.) გატარების უზრუნველყოფა;
** ქვითრებისა და შესაბამისი აქტების მომხმარებლებისათვის დროულად მიწოდების კოორდინაცია და კონტროლი;
** კომპანიის შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებული გეგმის შემუშავება;
** დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** დაზიანებული მრიცხველების გამოვლენის და მათი დროულად შეცვლის კონტროლი;
** გადაულუქავი აღრიცხვის კვანძების გამოვლენა და მათი დროულად გადალუქვა, გადალუქვის კონტროლი;
** ბილინგის ბაზაში მომხმარებელთა მონაცემების დაზუსტების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
** აღურიცხავი მომხმარებლების გამოვლენა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლება ფინანსური ან/და ეკონომიური მიმართულებით;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, მათ შორის სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება;
** საქართველოს კანონი "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ";
** "საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულება;
** "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება; შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!