შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას რეპორტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას რეპორტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** დეპარტამენტის თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების შესრულების კოორდინაცია, სამუშაოს გადანაწილება და ყოველდღიური კონტროლი;
** კომპანიის ბიზნეს - გეგმის პროექტის შემუავება;
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და დადგენილი წესით წარდგენა;
** "სერვის ცენტრების საქმიანობის შეფასების ინდიკატორების" შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის ეფექტურობის ზრდის მიზნით გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის წარსადგენად, შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
** დაქვემდებარებულთა მართვა და დისციპლინა;
** კომპანიის საფინასო საბიუჯეტო საქმიანობის გამართულად ფუნქციონირება;
** კომპანიის დებულებით რეპორტინგის დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული ვალდებულებებისა და დირექტორატის მიერ გაცემული სხვა დავალებების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტია მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ფინანსების/აუდიტის/ეკონომიკის სპეციალობით;
** სავალდებულოა მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

ამოცანათა ფორმალიზების, სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, ადამიანებთან ურთიერთობის, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!