შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** დეპარტამენტის თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების შესრულების კოორდინაცია, სამუშაოს გადანაწილება და ყოველდღიური კონტროლი;
** ყოველთვიური, ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურისათვის;
** ინფორმაციის ყოველთვიური, ყოველკვარტლური და ყოველწლიური სტატისტიკური დამუშავება;
** სამინისტროში წარსადგენი ყოველთვიური ინფორმაციის მომზადება;
** EBRD, EIB, ADB - სათვის და სემეკისათვის ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** საბუღალტრო პროგრამაში გატარებული მონაცემების კონტროლი;
** დირექტორის მოადგილისათვის ფინანსურ საკითხებში ანგარიშების მომზადება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიის სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის და სხვა პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;
** კომპანიის დებულებით ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული ვალდებულებებისა და კურატორი დირექტორის მოადგილის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტია მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ბუღალტრული აღრიცხვის/აუდიტის/ეკონომიკის ან მონათესავე სპეციალობით;
** სავალდებულოა მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
** სავალდებულოა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების, საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის დანერგვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამების Oris, ინფობუღალტერის ან/და 1C ბუღალტერიის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია FMG სოფტის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

ამოცანათა ფორმალიზების, სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, ადამიანებთან ურთიერთობის, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!