სურამში, წყლის მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია


2019-10-08

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა სურამში, გოგებაშვილის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები გუშინ, დღის პირველ ნახევარში დაასრულა.

განცხადება აღნიშნული დაზიანების შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე 27 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე შემოვიდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათში გავიდა. შემოწმების შედეგად ქსელის დაზიანება დაბა სურამის რამდენიმე მონაკვეთზე აღმოჩნდა. მილის რეაბილიტაცია და შეკეთება გარკვეულ დროს მოითხოვდა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ამ დროისთვის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და სრულად აღდგენილია.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.