შპს



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საპროექტო დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოური ორგანიზაციების დაფინანსების ფარგლებში, მიმდინარე პროექტებში ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანა;
** საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, მათ შორის საპროექტო ან სამშენებლო მიმართულებით;
** სავალდებულოა ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ცოდნა; სამშენებლო, საინჟინრო სფეროში გამოყენებადი სპეციალური კომპიუტერული პროგრამების: სასურველია AutoCAD-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: konkursi@water.gov.ge 2019 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!