კომპანიის თანამშრომლები გამოცდილების გაზიარების მიზნით რუმინეთში იმყოფებოდნენ


2018-11-09

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები იტალიურ კომპანია ‘’EMIT“-ის მიწვევით რუმინეთში, წყალარინების ინფრასტრუქტურის თანამედროვე მართვის მექანიზმებს გაეცნენ და უცხოელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა ქ. იასის, ვასლუის და ბარლადის ჩამდინარე წყლების ექსპლუატაციაში არსებული გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს და ობიექტების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

იტალიურმა კომპანიამ ’’EMIT” გერმანულ კომპანია ‘’ludwig Pfeiffer’’-თან ერთად, ზუგდიდისა და ფოთის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები დააპროექტა. ტექნილოგია რუმენითის ქალაქების გამწმენდი ნაგებობების ანალოგიურია.

ზუგდიდსა და ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის დასრულება 2020 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები. ობიექტები ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებნ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.




სიახლეები