გერმანულ კომპანია ,,Fichtner Gmbh & Co. KG’’ ’- თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა


2018-08-14

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანულ საკონსულტაციო კომპანია ,,Fichtner Gmbh & Co. KG’’ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კომპანია ,,Fichtner Gmbh & Co. KG’’ "-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ მაკარიანმა მოაწერეს.

ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას მოამზადებს.

კვლევის დასრულების შემდეგ, დეტალური საპროექტო სამუშაოები დაიწყება. ხოლო, აღნიშნული ეტაპების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აშენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები. აღნიშნული ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებენ, რაც შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას.

,,Fichtner Gmbh & Co. KG’’ "-ის საკონსულტაციო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.




სიახლეები