თელავში ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო


2011-11-15

დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ახალი ჭაბურღილის მონტაჟი დაიწყო, აღნიშნული ჭაბურღილის მეშვეობით თელავის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი საგრძნობლად გაეზრდება. Gგარდა ამისა იგეგმება კიდევ ერთი დამატებით ჭაბურღილის მონტაჟიც

შეგახსენებთ, რომ თელავში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით უკვე რამოდენიმე თვეა წყალმომარაგების და წყალარინების სხვადასხვა პროექტებიც მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები დასრულდება ერთ თვეში, რის შემდეგაც ქალაქ თელავში გაჩნდება დამატებითი წყლის რესურსები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებას და  მოსახლეობა დამატებით მიიღებს 10-15/წმ წყალს.
 




სიახლეები