დირექტორი




7Q3A3361-Copy1464186108_1გიორგი კობერიძე (10 აგვისტო, 1982, თბილისი) - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი 2016 წლის მაისიდან.

 

2005-2006 წლებში იყო შპს. "თბილისის წყალი" -ს რეალიზაციის სამსახურის გლდანის რაიონის აღრიცხვის სპეციალისტი, 2006-2007 წლებში იმავე კომპანიის   რეალიზაციის სამსახურის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონის აღრიცხვის სპეციალისტი. 2007 - 2008 წლებში იკავებდა შპს. "თბილისის წყალში" ისნის რაიონის სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობას. 2008-2009 წლებში მუშაობდა შპს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს (GWP) მთაწმინდა - კრწანისის რაიონის სერვის ცენტრის უფროსად, ხოლო 2009-2011 წლებში - შპს. „რუსთავის წყალი“ -ს სერვის ცენტრის უფროსად. 2011-2012 წლებში ეკავა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს (GWP) ახალი აბონენტების მიერთებისა და აღრიცხვის კვანძების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2012-2013 წლებში იყო შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში. 2013-2014 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილედ ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2015-2016 წლებში იყო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში.

 

განათლება:

2007 წელს, დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით.