ლაგოდეხში წყალმომარაგება აღდგა


2011-09-05

21 აგვისტოს წყალდიდობის სტიქიის შედეგადად დაზიანებული ლაგოდეხის სარეაბილიტაციო სამუშაოები 98%–ით დასასრულს უახლოვდება. აღდგენილია ლაგოდეხის სათავე ნაგებობა, საქათალის ქუჩის 250 მეტრის სიგრძის ქსელი, გურამიშვილის 350 მეტრის სიგრძის ქსელი, ლაგოდეხის საავადმყოფოს მომმარაგებელი 110 მეტრის სიგრძის ქსელი და სოფელ შრომაში შემავალი 40 მეტრის სიგრძის ქსელი.

ამ დროისთვის წყალი მიეწოდება ლაგოდეხის მოსახლეობის 98%.

 




სიახლეები