მცხეთის სოფლების - წეროვანისა და გოროვანის ძირითად დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება


2023-02-15

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: წეროვანისა და გოროვანის ძირითადი დასახლებების წყალმომარაგებისთვის სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის- შპს „ალგეთი “-ის წარმომადგენელმა შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურის,მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა, გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ჯამურად 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოები ეტაპობრივად, 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

კომპანიამ 2022 წლის ბოლოს სოფელ წეროვნის გარკვეული ნაწილისთვის წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო წყალმომარაგების ქსელი და სატუმბი სადგური.

 

 




სიახლეები