გამრიცხველიანება - წყლის ყაირათიანად მოხმარების გარანტია


2011-08-30

ქუთაისის წყალმომარაგების სექტორში სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, პლაშადკის დასახლებაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყო.

წყალმზომების მომნაჟი, ანუ მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი აღრიცხვა, ერთის მხრივ წყლის ყაირათიანად ხარჯვის გარანტია, მეორეს მხრივ კი არსებული მარაგით კომპანიას საშუალება მიეცემა მოსახლეობას კიდევ მეტად გაუზარდოს მიწოდების ხანგრძლივობა და არსებულ უბანში 24 საათიან წყალმომარაგებაზე დროზე ადრე გადავიდეს.

დღეისათვის  მრიცხველი 700-მდე  აბონენტს დაუმონტაჟდა. საბოლოოდ კი, 1400 წყალმზომი მრიცხველის დამონტაჟებაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2011 წლის მაისში 5 403 418 ლარის ღირებულების “პლაშადკა-ბუხაიძის”  დასახლებების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. რომელიც 20 000 აბონენტისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.




სიახლეები