გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დანერგა


"მომსახურების კომერციული ხარისხის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილების შესაბამისად, შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" მიმდინარე წელს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დანერგა მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი.
მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემდეგი სახის ინფორმაციას მიიღებს:

აბონენტის განცხადების და საპასუხო დოკუმენტის დარეგისტრირების შესახებ;

სასმელი წყლით მომარაგების გეგმიური და არაგეგმიური წყვეტებისა და აღდგენის თაობაზე;

წყალმომარაგების და წყალარინების საფასურის გადახდის ბოლო ვადის შესახებ;

ამასთან, კომპანია სასმელი წყლით მომარაგების გეგმიური და არაგეგმიური წყვეტებისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებ გვრედზე (Water.gov.ge) და www.iregions.ge .

"სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბერის №32 დადგენილების შესაბამისად, შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უზრუნველყოფს თავის აბონენტებს:

90046 ნომერზე "111" სიმბოლოს გაგზავნის შემთხვევაში, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე განმეორებით მიაწოდოს მიღებული შეტყობინება;

90046 ნომერზე "222#" სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნის შემთხვევაში განახორციელოს აბონენტის ნომრისა და ელექტრონული მისამართის ავტომატური ცვლილება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ითანამშრომლონ კომპანიასთან და მოახდინონ თავიანთი მობილური ტელეფონის ნომრების/ელექტრონული მისამართების მოწოდება სააბონენტო ბარათში დაფიქსირების მიზნით. სატელეფონო და ელექტრონული მისამართების მოწოდება ასევე შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით (2 93 00 00).

 

 

 




სიახლეები