ოზურგეთში ჯორჯიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა


2021-11-12

წყალმომარაგების კომპანიის მიერ ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა, სადაც 1 კმ-მდე ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე, წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა, რის გამოც მოსახლეობა წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან იღებდა.

სამუშაოების ფარგლებში ახალი სისტემები გაკეთდა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. შედეგად, ადგილობრივებს პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდათ და სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ.

კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.




სიახლეები