ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო


2021-08-31

წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობისთვის,რამდენიმე ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე 1 კმ-იანი ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ასევე, დაიწყება დამენიას ქუჩის წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოები.

 სამუშაოების დასრულების შედეგად,აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლები სტაბილური წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.




სიახლეები