შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია- მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** პროგრამა FMG SOFT-ში ბუღალტრული გატარების შესრულება;
** კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პროგრამული აღრიცხვა;
** სააღრიცხვო პროგრამაში ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი;
** დოკუმენტბრუნვის პროგრამაში კორესპონდენციის კონტროლი და პასუხის გაცემა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, ფინანსისტის/ეკონომისტის სპეციალობით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლის სტაჟი;
** საბუღალტრო პროგრამის FMG-ს ცოდნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ACCA-პირველი დონის სერთიფიკატი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

1 - გასაუბრება;
2 - ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 18 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!