საგარეჯოში სასმელი წყლის გამრიცხველიანების პროცესი სრულდება


2010-09-27

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს საგარეჯოში 70 იურიდიული პირის გაამრიცხველიანებს.
აქედან 30 აბონენტს  წყალმომარაგების კომპანია მრიცხველს საკუთარი სახსრებით დაუმონტაჟებს.
 
შეგახსენებთ, რომ  გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში იურიდიული პირების გამრიცხველიანება ერთი თვის წინ დაიწყო და  ყველა იურიდიულმა პირმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო. გაფრთხილების ვადა 1 ოქტომბერს იწურება.
 
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ორგანიზაცია 1 ოქტომბრამდე გამრიცხველიანებას ვერ მოასწრებს ჯარიმის სახით გადაიხდის ფულად გადასახადს.  
 
კომპანია მოუწოდებს  აბონენტებს 1 ოქტომბრამდე  უზრუნველყონ მრიცხველის დამონტაჟება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. საჯარიმო ღონისძიებებზე დეტალურ ინფორმაციას ოფიციალური განცხადების სახით, წყალმომრაგების კომპანია პირველ ოქტომბრამდე კიდევ ერთხელ გააკეთებს.




სიახლეები