ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკთან



ფინანსთან სამინისტროში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის საპროექტო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა ესწრებოდნენ. პროექტი მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია/მშენებლობას გულისხმობს.