ონში სტიქიის დროს დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება


2020-08-04

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად,   სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება.

უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება   ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა.

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდება.

ონში სტიქიამ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. წყალუხვობის გამო შეუძლებელი იყო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისი საავარიო ჯგუფები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.