კომპანიის მენეჯმენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა


2020-06-25

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ, მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლაშვილი წარუდგინა.

როგორც კომპანიის დირექტორმა, თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორცილების პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული ფილიალების მაქსიმალურად ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა.

,,ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. ასევე, მიმდინარე და შემდგომ წლებში დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, რაც გულისხმობს მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას, ახალი სისტების მშენებლობას და მეტი მომხარებლის უზრუნველყოფას სტაბილური წყლის მიწოდებით . რეგიონში გვაქვს რამდენიმე ტურისტული ზონა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ წყლის სექტორში არსებული გამოწვევები დავძლიოთ, რათა სეზონს უკეთ მომზადებულები დავხდეთ. ამ გამოწვევებსა და გეგმებს სჭირდება ახალი ხედვა და ენერგია იმისათვის, რომ ის ვალდებულებები რაც გვაქვს დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. იმედს ვიტოვებ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის თავს წარმატებით გაართმევს’’ - განაცხადა გიგა მანდარიამ.

გიორგი გრიგოლაშვილს აქვს სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2015-2019 წლებში იყო ,,სოკარ ჯორჯია გაზი"-ს სერვის ცენტრის მენეჯერი, მანამდე კი ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’-ს საოპერაციო საკითხების რეგიონალური დირექტორი. 2004-2008 წლებში მუშაობდა ,,საქართველოს ბანკი"-ს ფილიალის მმართველად, მანამდე კი იკავებდა ,,მარნეულგაზი" -ს გენერალური დირექტორის პოზიციას. სხვადასხვა დროს იყო ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის", შემდგომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქვემო ქართლის ფილიალის რუსთავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი და ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ქუთაისის მომსახურების ცენტრის მენეჯერი. ასევე, საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია მცხეთა-მთიანეთის ფილიალის დუშეთი-ჟინვალის მომსახურების ცენტრის მენეჯერი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თელასის ინჟინერ-ინსპექტორად და ტექნიკურ მენეჯერად.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.