გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება


2016-10-24

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთანე ერთად, დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი. პროექტი 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 - ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები