მესტიაში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს


2016-07-12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. 

მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოხდება წყლის გამწმენდი ნაგებობის, 2 ახალი რეზერვუარისა და წყლის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 21 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.   
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, მესტიაში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი და ასევე, იქ ჩასული ტურისტები  24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. 
 




სიახლეები