აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება


2016-06-24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს ჰენრი დევისს შეხვდა. 

სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა ADB-ს ფონდიდან  საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით კომპანიისთვის გრანტის გამოყოფაზე ისმჯელეს.  
კომპანიის ხელმძღვანელმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა,საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც განიხილეს. 
 




სიახლეები