ზუგდიდში,დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება შეუფერხებლად გრძელდება


2020-05-04

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ინტენსიურად აგრძელებს. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 100-ზე მეტ ქუჩაზე გზის საფარის დაგება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დროს დაზიანებული ქუჩების სრულ რეაბილიტაციას კონტრაქტორი კომპანიები ,,აზ ინ შაათი“ და ,,ლუდვიგ ფაიფერი" ახორციელებენ.

ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ფაზაშია. ამ დროისთვის, ქალაქის 16 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, ახალი ქსელი ოჯახებამდე მიყვანილია და მიმდინარეობს დარჩენილი 3 000 ოჯახის გამრიცხველიანება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.




სიახლეები