ჭიათურის მოსახლეობის 70 % -ს უწყვეტი წყალმომარაგება აქვს


2020-04-22

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგება–წყალარინების მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერ მინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციების გათვალისწინებით შეუფერხებლად გრძელდება.

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ჭიათურაში ჩავიდა, სადაც წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო.

„ყველა ის პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, მოსახლეობისთვი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. დაწყებული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, ობიექტებზე სრულად არის დაცული ის რეკომენდაციები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მეთაურობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. მუდმივად ვხვდებით კონტრაქტორ კომპანიებს, რათა მოვისმინოთ მათი პრობლემები, თუ სჭირდებათ მხარდაჭერა სახელმწიფოს ან კომპანიის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ შეუფერხებელ საქმიანობას. ჭიათურაში სამუშაოების 90% დავასრულეთ და შედეგად , მოსახლეობის დიდი ნაწილი,70 % უკვე სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით. სამუშაოებს ვაგრძელებთ შეუფერხებლად იმისათვის, რომ მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მოხდეს. მშენებლობას მიმდინარე წლის ზაფხულში დავასრულებთ."-განაცხადა გიგა მანდარიამ.

ჭიათურაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში, წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარი. მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა,   რეზერვუარი, ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი. რეაბილიტირდა არსებული სატუმბო სადგურები და რეზერვუარები.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით 37 მილიონ ლარამდე ხმარდება.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.