გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ


2015-12-15

სასტუმრო ,,ბორჯომი პალასში“  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრენინგი - ,,აღურიცხავი წყალი, მომსახურების გაუმჯობესება და წყლის მომსახურების მდგრადობა’’  ჩატარდა. 

ტრენინგი  საკონსულტაციო კომპანია „ეპტისა“-ს ორგანიზებით გაიმართა,  რომელიც საქართველოს 6 ქალაქში (ფოთი, ხაშური, ჭიათურა, ოზურგეთი, ზესტაფონი, საგარეჯო) აღურიცხავი წყლის შესწავლის ტექნიკური დახმარების პროექტს ახორციელებს. 
პროექტის მიზანს  შერჩეული ექვსი ქალაქისთვის აღურიცხავი წყლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის მომზადება,  ამ მიმართულებით პერსონალის დატრეინინგება და  გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 
ტრენინგზე განიხილეს აღურიცხავი წყლის მნიშვნელობის განსაზღვრის, წყლის მიწოდების მომსახურების მდგრადობის, თანამედროვე წყალმომარაგების კომპანიაში დეპარტამენტებისა და სამსახურების როლის საკითხები. ასევე, იმსჯელეს ფინანსური და საოპერაციო საქმიანობის შედეგების გაუმჯობესების პროგრამაზე (FOPIP),  საჯარო დაწესებულებებში მისი დანერგვის შედეგად მიღებული სარგებლისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მნიშვნელობის განსაზღვრის საკითხებზე.
 




სიახლეები