ბელგიური კომპანია “CMI Balteau”-ს წარმომადგენლების სტუმრობა


2015-12-08

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ბელგიური კომპანია “CMI Balteau”-ს წარმომადგენლები ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა უმასპინძლა.

კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფოთა შორის ბელგიიდან დაფინანსების შეღავათიანი პირობების მიღების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს დისტანციური მართვისა და მონიტორინგის მიდგომის  საკითხებზე.
თავის მხრივ, ბელგიური კომპანია CMI Bateau-ს მთავარი მიმართულება მოიცავს სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმარება-განხორციელებას. ასევე, მცირე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობას.
კომპანია “CMI Balteau” შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან მართავს, რომლებიც საქართველოშიჰიდრო სექტორში მოღვაწეობენ და   წყლის გაწმენდითი სამუშაოებს ახორციელებენ . 
 




სიახლეები