ქარელში მცხოვრები 1000 ოჯახი წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს


2015-11-25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.  

მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წლების განმავლობაში წყალს ჭებიდან ეზიდება. მათი დიდი ხნის პრობლემა პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოგვარდება. საერთო ჯამში,  1800 აბონენტს გაუუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი.   
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს არსებული სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, ახალი სარეზერვო ტუმბოაგრეგატის დამონტაჟება და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.  პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა,  2016 წლის ბოლოს დასრულდება. 
 




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.