ზუგდიდსა და მესტიაში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებზე 75 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება


2015-10-26

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ ფარგლებში  მეხუთე ტრანშის საპროექტო შეთანხმებას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და  საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰანმა. 
პროექტისათვის აზიის განვითარების ბანკი  დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც 2016-2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობის, ასევე მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაფინანსდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება წყალარინების მომსახურებით. მოხდება მოძველებული მილების შეცვლა და ახალი მილების მოწყობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდსა და მესტიაში აშენდება თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობები, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას შეამცირებს. 
 




სიახლეები