დუშეთში, ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა


2020-03-12

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას განაგრძობს.

კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ათეული წლების განმავლობაში სისტემა ამორტიზებული იყო.

პროექტი ითვალისწინებს არსებული, ძველი ქსელის ახლით ჩანაცვლებას, სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის დაზიანებული მონაკვეთის მოასფალტება დაიწყება.

სამუშაოებს კომპანია მარტის ბოლოს დაასრულებს. შედეგად, ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.