აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი


2015-10-16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აზიის განვითარების ბანკის მისია (ADB) ეწვია. უცხოელი სტუმრები კომპანიის დირექტორს ნიკოლოზ ქიზიყურაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ანაკლიაში, ქუთაისში, ურეკში, ფოთსა და მესტიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.




სიახლეები