ქ. აბაშასა და რამდენიმე სოფელს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ


2020-01-13

აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური და ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების გამო, დღეიდან 18 იანვრის 10:00 სთ-მდე ქ. აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთის, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ.

ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბაშისა და აღნშნული სოფლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის წყლის სისტემის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასა და 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენის ახალი ქსელით შეცვლას.

პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.