ბაკურიანში სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნებისთვის დამატებით, სარეზერვო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს


2020-01-09

ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, არსებული დებიტის კიდევ უფრო გაზრდისა და სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნების მიზნით, მოპოვებული ახალი სათავიდან ქსელზე დაერთებითი სამუშაოები გრძელდება.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური სამუშაოებს დღის ბოლოს დაასრულებს, რის შედეგად მოეწყობა ახალი სარეზერვო ქსელი და არსებული წყლის დებიტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბაკურიანის წყალმომარაგებას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მორიგე ჯგუფები ადგილებზე იქნებიან მობილიზებული, რათა შემდგომი ავარიებისა და შეფერხების შემთხვევაში, პრობლემები დროულად აღმოფხვრან.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.