კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ურეკში


2015-04-29

დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ხელი მოეწერა  ხელშეკრულებას ურეკში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და ერთობლივ საწარმო „JV Ludwig Pfeiffer/Aritim“-ის (გერმანია/თურქეთი) რეგიონულმა მენეჯერმა, დუსან არბანოვსკიმ. ღონისძიებას აზიის განვითარების ბანკის, ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი, ქეით ჯულიანიც ესწრებოდა.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის დაპროექტება - მშენებლობას, რომელზედაც დაბა ურეკის და სოფელ შეკვეთილის კანალიზაციის ქსელების დაერთება მოხდება. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია, ხოლო ღირებულება - 17 მილიონი ლარი. პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი  და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

პროექტის დასრულების შემდეგ ურეკში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კანალიზაციის ნაგებობა, რომელიც  გარემოზე მავნე ზეგავლენას შეამცირებს.  




სიახლეები