ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია


2015-03-23

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში გელათის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყლის სისტემა არ არსებობდა და მოსახლეობა წყაროს წყლით სარგებლობდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიან რეჟიმში  უზრუნველყოფილი იქნება წყლის მიწოდებით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB)  დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი რეზერვუარების, სატუმბი სადგურების, ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. მშენებლობის პროცესში 130 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. 




სიახლეები