წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ფოთში


2015-02-11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ქალაქ ფოთში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი ვლადიმერ ლაზარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ფოთში, 4 ახალი რეზერვუარი, სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი შენდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ფოთის მოსახლეობა 18-20 საათიანი გრაფიკის ნაცვლად, მაღალი ხარისხის სასმელ წყალს უკვე 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტის ფარგლებში 50 მდე ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.




სიახლეები