შეხვედრა kFW-ს ხელმძღვანელობასთან


2014-10-02

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი ბერლინში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში KFW-სთან პარტნიორობის ჩარჩოებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. საუბარი შეეხო, ასევე, ახალი ერთობლივი პროექტების დაფინანსების საკითხს. 
შეხვედრამ საქმიან და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.




სიახლეები