ანასეულის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს


2019-08-19

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ანასეულში, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალმომარაგების კუთხით პრობლემები იქმნება, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი და მოსახლეობას ათეული წლებია წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე 700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 799 998 ლარი მოხმარდება. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 




სიახლეები