სკოლის მოსწავლეები სტუმრად კომპანიაში


2014-03-27

ქუთაისის #31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლებთან ერთად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებს ესტუმრენ. ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა წყალმომარაგების პროცესის, როგორც ვიზუალურ, ასევე დეტალურ გაცნობას. კერძოდ, თუ რა გზას გადის სასმელი წყალი მიწის წიაღიდან ონკანამდე.
მოსწავლეებმა, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს ჭაბურღილების, წყლის შემკრები საკანი, ქლორის დოზირების აპარატურა და ლაბორატორია.

 




სიახლეები