სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით აზომვითი სამუშაოები დაიწყო


2019-05-03

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობის პროექტის მომზადება.

მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და ფონდ ქართუს წარმომადგენელთან, ვახტანგ ცაგარელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გაკეთდება წყლის ჭაბურღილები და სათავე ნაგებობა, მოეწყობა ახალი ქსელი.

პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.