ოზურგეთში მცხოვრები 100-მდე ოჯახის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები დაიწყო


2019-04-19

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, კომპანიის გურიის რეგიონულმა ფილიალმა ოზურგეთში, შემოქმედელის ქუჩაზე ძველი მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 2 კმ-მდე მონაკვეთზე მოხდება ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეაფერხებს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების რეჟიმს.

სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაახლოებით 100-მდე ოჯახი წყლის გაუმჯობესებული ხარისხით ისარგებლებს.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.