წყალმომარაგების კომპანიის საჩუქარი დუშეთის პანსიონატს


2014-02-24

 წყალმომარაგების კომპანიის დახმარებით დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარში არსებულ სკოლა-პანსიონატს დღეიდან სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი მაღაროსკარი არ არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  მომსახურების არეალი, კომპანიამ საჭიროდ მიიჩნია დახმარებოდა პანსიონატის აღსაზრდელებს და საკუთარი სახსრებით გაიყვანა წყლის საკომუნიკაციო ქსელი პანსიონატამდე.

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები მაღაროსკარის პანსიონატს ერთი თვის წინ სტუმრობდნენ სადაც,  აღსაზრდელებს და პანსიონატის მესვეურებს სასმელი წყლის მიწოდებას დაპირდნენ. 


 




სიახლეები