წყალმომარაგების კომპანიის საახალწლო მილოცვა დუშეთის პანსიონატს


2014-01-13

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარის სკოლა–პანსიონის აღსაზრდელებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. კომპანიის წარმომადგენლებმა ბავშვებს საყოფაცხოვრებო და სასწავლო ნივთები ჩაუტანეს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღსაზრდელებსა და პედაგოგებს შენობაში წყლის საკომუნიკაციო სისტემის გაყვანას დაჰპირდა. რომლებიც წლებია სკოლა–პანსიონში არ განახლებულა.

 




სიახლეები