კომპანიის განცხადება ქ.ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით


2019-03-12

13 მარტს, 07.00 საათიდან - 14 მარტის 07.30 საათამდე, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას ქალაქში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (კომპანია „SMK“-ს მიერ ახალი თუჯის მაგისტრალური მილსადენის დაერთებითი სამუშაოების) გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს 11 მარტს გაეგზავნათ SMS შეტყობინებები.

ქ.ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები:

გოგოლი; ბაგრატიონი; ბალანჩივაძე; ჭყონდიდელი; ჩორგოლიანი; ლეონიძე; გურამიშვილი; რაზმაძე; გრ. აბაშიძე; ევდოშვილი; მოსკოვი; გორი; დეპო; ხაბეიშვილი; ნიკო მარი; ნეკრასოვი; წერეთელი - N165-ის ზევით; ახალგაზრდობა; ჯორჯიაშვილი; კუპრაძე - 13.03.2019 წლის 06:00 საათიდან - 13.03.2019 წლის 11:00 საათამდე.

ნიკეას II შესახვევი; ნიკეას N40ა-დან N76-ის ჩათვლით - 13.03.2019 წლის 07:00 საათიდან - 14.03.2019 წლის 07:30 საათამდე.

სოფელი ზედა მესხეთი; სოფელი ქვედა მესხეთი; სოფელი ოფშკვითი; სოფელი უკანეთი; ბროწეულას დასახლება - 13.03.2019 წლის 07:00 საათიდან - 13.03.2019 წლის 20:00 საათამდე.

შ.პ.ს. “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.




სიახლეები