ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების დარგის უხუცესი და წლის საუკეთესო თანაშრომლები დააჯილდოვა


2018-12-28

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის დარგის უხუცესი და რეგიონების მასშტაბით წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა. კომპანიის დირექტორმა და მოადგილეებმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და კომპანიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ეკატერინე გალდავამ 12 თანამშრომელს მადლობის სიგელები, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა. დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ 80 წელს მიღწეული ხარატი, ზეინკალი, საავარიო და ტეკნიკური ჯგუფის სპეციალისტები, რომლებიც წყალმომარაგების სფეროს 50 წელია ემსახურებიან.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუშაობა, საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ათეული წელია ერთგულად ემსახურებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების ხელშეწყობაში. გპირდებით, რომ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს. მინდა მოგილოცოთ თქვენ და კომპანიის ყველა თანამშრომელს დამდეგი 2019 წელი და გისურვოთ წარმატებები’’- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.




სიახლეები