ლანჩხუთის 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები იწყება


2018-11-16

ლანჩხუთის 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები რამდენიმე კვირაში დაიწყება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კომპანია ,,ნდს მშენებლობა" -ს დირექტორმა, ზურაბ გუგეშაშვილმა.

მხარეებმა ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულების მნიშვნელობაზე. შეხვედრას ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და გაერთიანებული წყალმომაარგების კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

,,რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები ამ პრობლემების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტთან ერთად, ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. ლანჩხუთში უკვე ვიწყებთ დარჩენილი ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. სამუშაოებს მოკლე ვადებში დავასრულებთ და მომავალი წლის ზაფხულისთვის მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველვყოფთ’’ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

,,აქტიურად ვმუშაობთ ლანჩხუთის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე კომაპნიასთან ერთად. მიხარია, რომ ქუჩების მოსახლეობას, რომლებსაც ამ პროექტის შედეგად მოუგვარდებათ სასმელი წყლის მიწოდება, ამით მთლინად დასრულდება ლანჩხუთის წყალმომარაგების პრობლემა. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სოფლების საკითხებზე და იმედი მაქვს, რომ 2019 წელს გვექნება მნიშვნელოვანი გარღვევა წყალმომარაგების საკითხების მოგვარების ჭრილში“- განცხადა ნინო წილოსანმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში რამდენიმე მუნიციაპლიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებს განაგრძობს. ურეკში გრძელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია ანასეულის მოსახლეობის 24-საათიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად   სამუშაოებს დაიწყებს. ასევე, გრძელდება ოზურგეთის შიდა ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემების ეტაპობრივად მოწესრიგება.  




სიახლეები