წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


2018-11-15

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ქ. ქუთაისის სერვის-ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. დღეიდან, ქუთაისის სერვის-ცენტრს ბექა ბარბაქაძე უხელმძღვანელებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ შეხვედრისას აღნიშნა, რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამუშაოებსა და დაგეგმილი პროექტების განხორცილების პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული ფილიალების მაქსიმალურად ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა.

,,ამ დროისთვის ქუთაისში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების სრულად რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოების დაწყება წყალარინების ქსელის მოწყობისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით. ამ გამოწვევებსა და გეგმებს სჭირდება ახალი ხედვა და ენერგია იმისათვის, რომ ის ვალდებულებები რაც გვაქვს დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისის ყველა მაცხოვრებელს ქონდეს სტაბილური, ხარისხიანი სასმელი წყალი და გამართული საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა. იმედს ვიტოვებ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის თავს წარმატებით გაართმევს’’ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ბექა ბარბაქაძე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2014 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, იყო კომპანიის დირექტორის მრჩეველი და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.




სიახლეები